კორონავირუსზე პირველი დრამა გადაიღეს - ნახეთ ფილმის ტრეილერი (ვიდეო)

  • 3 აპრილი 15:00

ფილმი გადაიღო ირანული წარმოშობის კანადელმა რჟისორმა მოსტაფა კეშვარიმ, რომელმაც დრამას „Corona“ უწოდა.

ეპიდემია ახალი დაწყებულია. მოქმედება ლიფტში ხდება, სადაც ერთად აღმოჩნდებიან ერთი სახლის 6 მცხოვრები და ჩინელი გოგონა. მას ყველა ეჭვის თვალით უყურებს და ამ დროს ლიფტი ავარიულად ჩერდება...


„ფილმის იდეა მაშინ დამებადა, როდესაც ლიფტით ვმგზავრობდი და ჩინელი ტურისტების მიმართ საზოგადოების აგრესიულობაზე ნიუსს ვკითხულობდი,“ - ჰყვება რეჟისორი.


გადაღებები თებერვალში მიმდინარეობდა, კანადის ვანკუვერში, პავილიონში. იმ დროს კეშვარი ვერც წარმოიდგენდა, თუკი COVID-19 გლობალურ პანდემიად იქცეოდა.


როგორც რეჟისორი ამბობს, მისი მიზანი იყო, ეჩვენებინა რასობრივი დისკიმინაციის პრობლემა. „ვირუსი არ განასხვავებს ეროვნების მიხედვით და ადამიანები რატომ უნდა ვაკეთებდეთ ამას?“ - ამბობს მოსტაფა კეშვარი.


ფილმს ონლაინკინოთეატრები უკვე უჩვენებენ. ხანგრძლივობაა - საათი და 3 წუთი.