"მე ვენდობი ჩემს პატრიარქს… მე ვენდობი ჩვენს სინოდს"

  • 3 აპრილი 13:42

თეოლოგი, იურისტი ვარლამ ხათრიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კორონავირუსის გამო შეცვლილი რელიგიური რიტუალების თემას ეხმაურება.

 

მისი თქმით, თუკი იცვლება რიტუალების ჩატარება, ეს ყველაფერი აქამდე თვალთმაქცობა ყოფილა და საქართველოს პატრიარქი მიდის მსოფლიოს წინააღმდეგ, რადგან აქ კვლავ უცვლელად ტარდება რიტუალები, ეს ქმედება განამტკიცებს მრევლს, რომელსაც მართლა სჯერა უფლის.


"ეკლესიაში არ მოხვიდეთო. ხატებს არ ემთხვიოთო.
არ ეზიაროთ, ვირუსი საზიარებელი კოვზით გადადისო.
ეკლესიაში სიარულის გარეშეც შეიძლება გადარჩენაო.
ონლაინ სინოდიო.



იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლი არაა განსაკუთრებულიო...
ასე გვაუწყებენ "ჭეშმარიტებას" მართლმადიდებელი პატრიარქები და სინოდის წევრები...
თქვენი ლოგიკით გამოდის, აქამდე სიმართლეს გვიმალავდით? გვსჯიდით? ტაძარში ტყუილად გვატარებდით საკუთარი არსებობა, რომ გაგემართლებინათ? ანუ "გვაბოლებდით"?
გვატყუებდით თუ თავს იტყუებდით...



ზოგიერთი ქვეყნის სინოდის გადაწყვეტილებები აფსურდის თეატრის აფიშას მოგვაგონებს. მონაწილე მსახიობების სახელებით და გვარებით. "რეჟისორი" კი დიდი შრიფტითაა გამოყოფილი. კარგად "იშიფრება"...



ურწმუნო რწმენას მასწავლის... თეოლოგები ურწმუნოებას...
ქურდი, მკვლელი და მეძავი ცოდვად მითვლის პირდაპირობას, მხილებას და ეკლესიაში სიარულს...
არ სჯერათ ღმერთის არსებობის, მაგრამ სჯერათ მის მიერ შექმნილი პლანეტების და მათი გავლენების ბედზე, ერთმანეთს უგეგმავენ, დღეებს, კვირეებს, თვეებს, წლებს და ცხოვრებას. არ სჯერათ ჯვრის ძალის, მაგრამ ცრუწინასწარმეტყველების შელოცვილ თილისმებს ატარებენ. არ სჯერათ უხრწნელი ნაკურთხი წყლით განწმენდის ძალის, რომლითაც სახლებს აკურთხებენ, მაგრამ სჯერათ ზანზალაკების, ცხენის ნალის კარებზე დაკიდების, რომ მათ შეუძლიათ ბოროტ ძალთა განდევნა...
თურმე ესაა თანამედროვე აზროვნება. თურმე გარეთ XXI საუკუნეა.


 


ასეთ აბსურდშია დედამიწა და ადამიანები გახვეული. ამ დროს კი საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი იღებს გადაწყვეტებას, რომელიც პირდაპირ ეხმიანება სახარებას. საქართველოს პატრიარქი არ ერიდება "მსოფლიოს აზრს" და იღებს გადაწყვეტილებას, რაც ზუსტად მიდის მორწმუნეთა გულებთან და მეტად განამტკიცებს...


 



მე ვენდობი ჩემს პატრიარქს...
მე ვენდობი ჩვენს სინოდს..."- წერს თეოლოგი.