მამა შალვა: კორონავირუსი არის გვირგვინი, ვიღაცა მიიღებს ღვთისგან, ვიღაცა ეშმაკისგან

  • 2 აპრილი 23:40

ასე დავყოფდი ადამიანის ცხოვრებას: ​კორონავირუსამდე და კორონავირუსის შემდეგ,- ამის შესახებ „პრაიმტაიმის“ პირდაპირ ეთერში ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვა კეკელიამ განაცხადა.

„თვითონ ეს კორონავირუსი, როგორც განიმარტება, გვირგვინია, გვირგვინს ნიშნავს ეს ვირუსი. მე ასეთ რამესაც ვფიქრობ, რომ ეს არის გვირგვინი. ვიღაცა მიიღებს გვირგვინს ღვთისაგან, ამ ვირუსის შემდეგ და ვიღაცა გვირგვინს ეშმაკისაგან,“- განაცხადა მამა შალვამ.


ბოლო მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 134 -მდე გაიზარდა. 


წყარო