ერეკლე დეისაძე: დღეს 30 წლის გავხდი, გარეთ კომენდანტის საათია, ბედნიერი ვარ რომ სწორ დროს დავიბადე

  • 2 აპრილი 22:58

მომღერალი ერეკლე დეისაძე დღეს 30 წლის გახდა, სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს.

"დღეს 30 წლის გავხდი, გარეთ კომენდანტის საათია, მსოფლიო ეპიდემიას ებრძვის, მიუხედავად ასეთი რთული დროებისა, ბედნიერი ვარ რომ სწორ დროს დავიბადე, ძალიან სწორ ადგილას.
ყველა თქვენი მოლოცვა წავიკითხე, დიდი მადლობა ამდენი სიყვარულისთვის, ნდობისთვის და დადებითი ემოციებისთვის, მხნეობას გისურვებთ, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ" - წერს ირაკლი დეისაძე.