რუსთავის საკრებულოს წევრს და მამამისს კორონავირუსი დაუდასტურდათ

  • 2 აპრილი 22:36

რუსთავის საკრებულოს წევრს და მამამისს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფორმაცია imediniws-ს ქვემო ქართლის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა დაუდასტურა.

ცნობილია ასევ, რომ კორონავირუსი დადასტურებული აქვს საკრებულოს წევრის დედასაც, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია. მას ბანკის კიდევ ექვს თანამშრომელთან ერთად კორონავირუსი დღეს დილით დაუდგინდა.


ამ დროისთვის რუსთავის საკრებულოს თანამშრომლების ნაწილი, მათ შორის დეპუტატები, თვითიზოლაციაში იმყოფებიან.


საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 134 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 26 ადამიანი უკვე განიკურნა.


წყარო