"ადამიანები 21:00 საათამდე მოვლენ ეკლესიაში და 06:00 საათის შემდეგ წავლენ" - მამა შალვა კეკელია სააღდგომო ლიტურგიაზე

  • 2 აპრილი 18:54

შალვა კეკელიას აზრით, კომენდანტის საათის პირობებშიც შესაძლებელია, რომ მრევლის სააღდგომო ღამისთევის ლიტურგია დაესწროს ტაძრებში.

მისი თქმით, ადამიანები 21:00 საათამდე მოვლენ ეკლესიაში, გადანაწილდებიან, ტაძარში იქნება მონიშნული ადგილები და დილის 06:00 საათის შემდეგ წავლენ სახლებში.


"ჩვენ პატრიარქმა და ეკლესიამ კიდევ დაადასტურა, რომ იმ ღირებულებებს, რომელიც უმთავრესია ქრისტიანისთვის, ამ ღირებულებებს არ ღალატობს. უწმინდესმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმაზე რომ აუცილებელია დისტანციის დაცვა, თუ ადამიანს შეუძლია პურის რიგში, ხორციელი საკვების რიგში დგომა, რატომ უნდა ეკრძალებოდეს სულიერი პურის მოსაპოვებლად რიგში დგომა?", - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ "ფორმულასთან".