"ავტომობილების ფასი ერთ თვეში გაიზრდება"

  • 2 აპრილი 18:17

კავკასიის ავტოიმპორტის დირექტორის გიორგი სურგულაძის განცხადებით, ლარის გაუფასურებისა და კორონავირუსის შედეგად  გამოწვეული მდგომარეობის გამო, ავტომობილების ფასი ერთ თვეში გაიზრდება.

"ლარის გაუფასურების გამო ადგილობრივ ბაზარზე ფასი არ შეცვლილა, არც დაკლებულა არც გაზრდილა. ვისაც მანქანის ყიდვა უნდა კაპიტალი დოლარში აქვს შენახული, რაც შეეხება შესყიდვის ადგილებს მაგალითად ამერიკას, იქ ფასი საგრძნობლად დაეცა, იმის გამო, რომ მანქანებზე მოთხოვნაც შემცირებულია.  თუმცა,  გარკვეული პერიოდის შემდეგ, თუნდაც ერთ თვეში ავტომობილების ფასი მოიმატებს. რადგან ახლა მიმდინარე მოვლენები გარკვეული პერიოდის შემდეგ  აისახება ბაზარზე", - ამბობს გიორგი სურგულაძე.


 


წყარო