სახალისო სტორია გივი ბერიკაშვილსა და ლეო ანთაძეზე

  • 2 აპრილი 17:49

ცნობილი მსახიობები: თენგიზ მაისურაძე ლეო ანთაძე და გივი ბერიკაშვილი, ზუგდიდში, სპექტაკლის მერე რესტორანში დაპატიჟეს.

სუფრას ადგილობრივი ცნობილი კოლორიტი როსტომ ყენია უძღვებოდა. თამადას თანამეინახეების სახელს უცბად მოუძებნიდა ხოლმე შესაფერის რითმას და სადღეგრძელოს ლექსად ეტყოდა.


დააპირა, მაგრამ გივი ბერიკაშვილმა სთხოვა, არ გაეკეთებინა ეს: გივის ერთადერთი რითმა ვირია და ვირს ხომ არ ადღეგრძელებთო...


სუფრაზე სიცილი ატყდა და ჯერაც არ დამცხრალიყო, რომ თენგიზ მაისურაძემ ბერიკაშვილს უთხრა:
– შენ კიდევ რა გიჭირს, ჩემო გივი და ანთაძემ იკითხოს, რადგან მას ლეო ჰქვიაო...