ლარი 6 თეთრით გამყარდა

  • 2 აპრილი 17:28

2 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1813 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2413 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 6.00 თეთრი შეადგინა.  

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.4778 ლარია. მაშინ როცა დღე სმოქმედი კურსი 3.5460 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 6.82 თეთრი შეადგინა.


გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4766 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.9629 ლარი ეღირება.                                      


დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 3 აპრილიდან შევა ძალაში.