"მე დავიბადე აპრილის თვეში, ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან..."- დღეს ტიციან ტაბიძის დაბადების დღეა

  • 2 აპრილი 17:00

პოეტი, მწერალი და "ცისფერყანწელთა" მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი ტიციან ტაბიძე 1895 წლის 2 აპრილს სოფელ ჭყვიშში დაიბადა.

მისი შემოქმედება მკითხველს აღაფრთოვანებს, რადგან წერის მანერა და სიმბოლიზმი მისთვის დამახასიათებელი ხელწერაა.


ის არ წერს ლექსებს ლექსი თვითონ წერს. სწორედ ამის გამოა ის გამორჩეული პოეტი. ის "ღმერთთან მისთვის ლაპარაკობს" რომ წარუდგეს წინა ერსა. 


რა არის პოეტის მთავარი მიზანი? ის რომ იმ პერიოდის მთავარი სათქმელი, "წმინდა სიტყვა" მოჰფინოს ხალხში და არსებული რეალობა შეფარულად, ალეგორიულად გადასცეს.


რატომაა ტიციანის სახელი უკვდავი? რადგან მისი მიზანი აღსრულებულია, ის იმდენად ახლოსაა მკითხველთან ისე მარტივად ესაუბრება, რთულია დაივიწყო, რთულია ვერ გაიგო მისი ნათქვამი.


კლასიკოსია რადგან მისი სიტყვა უძლებს დროს და მე-19 საუკუნის გამოძახილი მკითხველზე კვლავ ემოციურად მოქმედებს.


"აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები, ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება.." 


მისი შემოქმედების ქვაკუთხედი თითოეულ ლექსში იგრძნობა... მისი სიტყვები მკითხველს საგზლად აქვს გაყოლებული და დღესაც მოზარდები მის მოტივებზე იზრდებიან.


"და აწვალებდა მას სიკვდილამდე                                                                                        ქართული მზე და ქართული მიწა,
ბედნიერებას მას უმალავდენ,
ბედნიერება მან ლექსებს მისც"- წერდა ტიტკო როგორც მას დედა ეძახდა.