უჰანის გარეული ცხოველების ბაზრობაზე ღამურები ისევ იყიდება

  • 2 აპრილი 15:40

ჩინეთში, უჰანის გარეული ცხოველების ბაზრობაზე ღამურები კვლავ იყიდება. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail იუწყება. 

 

გამოცემის თანახმად, ბაზრობაზე ჟანგიან გალიებში გამომწყვდეული სხვადასხვა ცოცხალი ცხოველის გვერდით, კვლავ იხილავთ ღამურებს. 


"მათ მიაჩნიათ, რომ ვირუსის საფრთხემ გადაიარა და სანერვიულო აღარაფერია",-წერს გამოცემის კორესპონდენტი.


ცნობისათვის - ახალი კორონავირუსის გავრცელების წყაროდ სწორედ უჰანში არსებული გარეული ცხოველების ბაზრობა სახელდება. ერთ-ერთი სარწმუნო ვერსიით, კორონავირუსი ღამურისგან გავრცელდა.