მიხეილ სააკაშვილი: ბიჭო, რა საპირველაპრილო ხუმრობა და ტყუილი მოუწყვეთ ხალხს

  • 1 აპრილი 19:35

მზად ვარ ევროპიდან ჩამოვიყვანო 5 ათასი ადამიანი, მოვილაპარაკე კარანტინზე, კარანტინი არაფერი არ დაგიჯდებათ – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„მივმართავ საქართველოს მთავრობას, ბიჭო, რა საპირველაპრილო ხუმრობა და ტყუილი მოუწყვეთ ხალხს. საელჩომ გამოაცხადა, რომ ბილეთები გაიყიდებოდა იაფად. მივიდნენ აეროპორტში და აღმოჩნდა, რომ მარტო 25 ბილეთი გაიყიდა და დანარჩენი ნაცნობობით გადანაწილდა.


და საერთოდ მზად ვარ ევროპიდან ჩამოვიყვანო 5 ათასი ადამიანი, მოვილაპარაკე კარანტინზე, კარანტინი არაფერი არ დაგიჯდებათ. “, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.


ცნობისთვის, მას შემდეგ რაც მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.