ტრაილერის მძღოლს, რომელსაც კორონავირუსი სომხეთში დაუდგინდა, საქართველოს ტერიტორიაზე 7 პირთან ჰქონდა კონტაქტი

  • 1 აპრილი 19:16

ტრაილერის მძღოლს, რომელსაც კორონავირუსი სომხეთში დაუდგინა, საქართველოს ტერიტორიაზე 7 პირთან ჰქონდა კონტაქტი. შვიდივე მათგანი ახლა იზოლირებულია. მათ ექიმები აკვირდებიან.

მამაკაცი, რომელსაც გზად მანქანა გაუფუჭდა, ჯერ ავტოგასამართ სადგურზე, შემდეგ კი მაღაზიაში გაჩერდა.


არის თუ არა ყველა კონტაქტი შესწავლილი, ჯერჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, რომ ტრაილერის მძღოლი ფოთის გარდა სხვა ქალაქებშიც გადაადგილდებოდა.


რაც შეეხება, მასთან კონტაქტში მყოფი პირები, რომელიც ანაკლიის კარანტინში არიან გადაყვანილები, არ აღენიშნებათ ვირუსის სიმპტომები. "კურიერი" ერთ-ერთი მათგანის ოჯახს ესაუბრა.


"ბენზინგასამართ სადგურთან მუშაობს ბავშვი. ხელთათმანებით და პირბადით იყო აღჭურვილი. მივიდა ვიღაც ტრაილერის მძღოლი, რომელსაც აღმოაჩნდა კორონავირუსი. მეხუთე დღეა უკვე ამ ბავშვს არც სიცხე და არც ხველება არ აქვს," - განაცხადა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფის ოჯახის წევრმა.


პარალელურად კი, ფოთში უკვე გახსნილია ცხელების ცენტი, სადაც 4 ადამიანია გადაყვანილი, მათ შორის ერთი ბავშვი.


წყარო