"სუფთა სახლის“ თანამშრომლები თვითიზოლაციაში არიან – კონსულტანტის დედას კორონავირუსი დაუდგინდა

  • 1 აპრილი 17:11

"პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ მაღაზია "სუფთა სახლის“ ერთ-ერთი ფილიალის თანმშრომლები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

 

თბილისში მდებარე ფილიალის თანამშრომლების თვითიზოლაცია მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც კონსულტანტის დედას კორონავირუსი დაუდგინდა.


"კონსულტანტის ოჯახის წევრს დაუდგინდა კორონავირუსი. მთლიანად მისი სმენა ახლა თვითიზოლაციაშია. მათ რაიმე სიმპტომი არ აღენიშნებათ. სასწრაფოდ ჩაატარეს დეზინფექცია და ახლა ჩვეულებრივ აგრძელებენ მუშაობას“, – ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი.


ფაქტი ამ კონკრეტულ ფილიალშიც დაგვიდასტურეს და გვითხრეს, რომ თვითიზოლაციაში იმყოფება 5 თანამშრომელი მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი კონსულტანტის დედას კორონავირუსი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, მაღაზია აგრძელებს მუშაობას.


წყარო