საიტი და აპლიკაცია, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ, ხართ თუ არა კორონავირუსის რისკის ქვეშ

  • 30 მარტი 00:07

კომპანია Apple-მ შექმნა საიტი და აპლიკაცია, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ, ხართ თუ არა რისკის ქვეშ, ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ ოფიციალურ საიტზე.

"სკრინინგის ინსტრუმენტის მეშვეობით საიტი გამოგკითხავთ:


გაქვთ თუ არა თქვენ ან თქვენს ახლობლებს კორონავირუსის მსგავსი სიმპტომები


ჯანმრთელობის ისტორიას


სად ცხოვრობთ და მუშაობთ


ხომ არ გქონიათ კონტაქტი კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთან


მიღებული პასუხების თანახმად, სერვისი გირჩევთ განაგრძოთ თვითიზოლაცია თუ უნდა მიმართოთ ექიმს 


კომპანიის განცხადებით, სკრინინგის ინსტრუმენტში გამოყენებული პირადი ინფორმაცია დაცულია. ხოლო არც საიტი და არც აპლიკაცია არ ითხოვს დარეგისტრირებას" - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.