"ტელესკოლის“ გაკვთილების ცხრილი ცნობილია

  • 29 მარტი 22:28

ხვალიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი – განათლება“ [ყოფილი მეორე არხი] მოსწავლეებისათვის „ტელესკოლას“ იწყება.

საქართველოს განათლების სამინისტროს ცნობით, „ტელესკოლის“ ფორმატს მორგებულ გაკვეთილებს გამოცდილი პედაგოგები ჩაატარებენ და ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს.


სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა „ტელესკოლის“ ცხრილიც. ტელეგაკვეთილები პირვეკლასელებისთვის დაიწყება დილის 9 საათზე.


არსებულ ცხრილს ეტაპობრივად ეთნიკური უმცირესობებისთვის გათვალისწინებული ქართულის, როგორც მეორე ენის, ასევე, აზერბაიჯანულისა და სომხური ენების ტელეგაკვეთილები დაემატება. სამინისტრო და პირველი არხი მუშაობენ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე სხვა საგნების ტელეფორმატის შესაქმნელად.


ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა გადაიდო. 


მთელი კვირის ცხრილი შეგიძლიათ იხილოთ აქ