აირჩიეთ ცხოველი და გაიგეთ, რა გაძლიერებთ სულიერად

  • 29 მარტი 21:25

არჩევანი იმის მიხედვით გააკეთეთ, რასაც, უბრალოდ, გული გიკარნახებთ.


1. მელია

იმ ადამიანების სიძლიერე, რომლებმაც ეს ცხოველი აირჩიეს, მათ სიჯიუტესა და მიზანდასახულობაშია. მათ შეუძლიათ წლების მანძილზე იარონ მიზნისკენ და საბოლოოდ მაინც მიაღწიონ სასურველ შედეგს. თანაც დაბრკოლებების გადალახვა კიდევ უფრო წვრთნის მათ ხასიათს.

2. დათვი

ამ ადამიანების სიძლიერე ისაა, რომ შეუძლიათ ნებისმიერი ადამიანის აზრს ჩასწვდნენ. არცთუ იშვიათად ისინი უცხო ადამიანების ამა თუ იმ ნაბიჯის სიღრმეებს აანალიზებენ. ასეთების მოტყუება პრაქტიკულად შეუძლებელია.

3. ირემი

ძალა სიკეთეშია. ეს მარტივი თეზისი იდეალურად აღწერს იმ ადამიანების შინაგან ბუნებას, რომლებმაც ეს ნახატი აირჩიეს. ისინი, ვინც ირემს დაადეს ხელი, არასოდეს არავის მიაყენებენ ზიანს. ისინი ძალიან თბილები და საიმედონი არიან.

4. ლომი

ამ პიროვნებების კრეატიულობა ზღვარს სცდება. ისინი ნებისმიერ სიტუაციაში ძალიან მშვიდად პოულობენ საუკეთესო გამოსავალს. ცხოვრებისადმი ასეთი მიდგომა მათ წარმატების მიღწევაში ეხმარება. ასეთებს უცხო ადამიანების აზრი პრაქტიკულად არ აინტერესებთ.

5. არწივი

უდავო უპირატესობა იმ ადამიანებისა, რომლებმაც არწივი აირჩიეს, კარგად განვითარებული ინტუიციაა. მათ ესმით იმ მოვლენების შინაარსი, რომლებიც მათ გარშემო ხდება და შეუძლიათ, უპრობლემოდ იწინასწარმეტყველონ სიტუაციის შემდგომი განვითარება.

წყარო