ყვარელში ხანძრის შედეგად ქალი დაიწვა

  • 29 მარტი 21:10

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში, ხანძრის შედეგად, ხანდაზმული ქალი დაიწვა, ადგილზე მისულ სახანძრო ბრიგადას ქალი გარდაცვლილი დახვდათ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე ექსპერტები მუშაობენ.