ტაილანდის მეფე იზოლაციაში 20 ქალთან ერთად იმყოფება

  • 29 მარტი 20:19

ტაილანდის მეფე, მაჰა ვა­ჩი­რა­ლონგკორ­ნი იზოლაციაში 20 ქალთან ერთად იმყოფება.

უცხოური მედიის ცნობით, მან სასტუმრო Grand Hotel Sonnenbichl მთლიანად დაჯავშნა. მას თან ახლავს ათეულობით მსახურიც. ამასთან, უცნობია მასთან ერთად სასტუმროში მეფის 4 ცოლი იმყოფება თუ არა.


როგორც წესი, კორონავირუსის გამო საკურორტო ქალაქში სასტუმროები და თავშეყრის ადგილები დაკეტილია, თუმცა ხელისუფლებამ ტაილანდის მეფე „განსაკუთრებულ სტუმრად ჩათვალა“.


მეფის საქციელი საზოგადოების დიდ ნაწილს არ მოეწონა და მისი საქციელს სოციალურ ქსელში კრიტიკაც მოჰყვა.


კანონების თანახმად, ყველას, ვინც შეურაცხყოფს ან აკრიტიკებს მონარქიას, შეიძლება 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.