კორონავირუსით დაინფიცირებულ 91-ე პაციენტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

  • 29 მარტი 19:52

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევა ევროპაში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება.

ეზუგბაიას თქმით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ასევე ცნობილია, რომ პირი რომელსაც დაავადება გამოუვლინდა ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციაში იყო.

ინფექციონისტის ინფორმაციით, ტესტი კლინიკაში მოთავსებულ 7 პაციენტსაც აუღეს, რომლის პასუხი ცნობილი ხვალ დილით იქნება.


"დილით 10 პაციენტზე ჩატრადა კვლევა საიდანაც ცხრას არ აღმოაჩნდა დაავადება, ხოლო ერთზე დადებითი პასუხი მოვიდა. დაინფიცირებულის წყარო ცმობილია, ის ევროპაში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება. რაც შეეხება პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას ზოგადი სიტუაცია არ შეცვლილია. როგორც იცით ორი პაცინეტის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო ორ პირთან საშუალოზე მძიმე პნევმონია გვაქვს. ახალი პაციანტის მდგომარეობა კი ჯერჯერობით მძიმე არ არის. დღის მეორე ნახეარში ტესტირება დამატებით 7 პაცინეტზე გავაკეთეთ და ხვალ დილით გახდება ცნობილი თუ რამდენ პაციენტს გამოუვლინდება კორონავირუსი", - განაცხდა ეზუგბაიამ.


29 მარტის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 91-მდე გაიზარდა. ამავე საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 26 თებერვლიდან დღემდე Covid-19-სგან 18 პირი განიკურნა.


საკარანტინე რეჟიმში 4717 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 268 ადამიანი რჩება.


წყარო