საქართველოში კორონავირუსის 91-ე შემთხვევა დადასტურდა

  • 29 მარტი 19:28

stopcov.ge-ს განახლებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა. ამავე საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 26 თებერვლიდან დღემდე Covid-19-სგან 18 პირი განიკურნა.

საკარანტინე რეჟიმში 4717 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 268 ადამიანი რჩება.