სტამბოლიდან თბილისისკენ მომავალი ავტობუსი თურქეთის პოლიციამ უკან დააბრუნა

  • 29 მარტი 19:27

სტამბოლიდან საქართველოს მიმართულებით მოძრავი ავტობუსი თურქმა სამართალდამცველებმა უკან სტამბოლში დააბრუნეს. გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსში საქართველოს 54 მოქალაქე იმყოფებოდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტობუსის უკან დაბრუნების მიზეზი, ტურისტულ კომპანიას, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები გადმოჰყავდა, გადაადგილების ერთჯერადი ნებართვა აღებული არ ჰქონდა, რის გამოც თურქეთის პოლიციამ ავტობუსის უკან დაბრუნება გადაწყვიტა.


"საკონსულო სამსახურის ჰქონდა კომუნიკაცია მოქალაქეებთან. თურქეთში, როგორც ცნობილია შეზღუდულია შიდა გადაადგილება, და სატრანსპორტო საშვალებას ესაჭიროება ყოველ ჯერზე შესაბამისი ნებართვის აღება. სტამბოლიდან საქართველოში მოქალაქეების გადმოყვანის უფლება მინიჭებული ავქს ერთ ტურისტუოლ კომპანიას, რომელსაც ამჯერად არ ჰქონდა აღებული გადაადგილების ერთჯერადი ნებართვა, შესაბამისად არ მიეცა გადაადგილების საშუალება. აღნიშნულ ნებართვას კომპანია აიღებს ხვალ და მოქალაქეებს სურვილის შემთხვევაში ექნებათ გამომგზავრების საშუალება“, – განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.


წყარო