სტიქაროსანის თვითმკვლელობის მიზეზი ცნობილია

  • primetime.ge
  • 7 ოქტომბერი 10:03

მოძრაობა "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" ხელმძღვანელის თამარ ჯაფარიძის ინფორმაციით, სტიქაროსნის თვითმკვლელობის მიზეზი აზარტული თამაშები გახდა. 

"მოგეხსენებათ მოძრაობამ "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ უკვე თითქმის მთელი საქართველო მოიცვა. გვიკავშირდებიან სხვადასხვა რეგიონებიდან და მსგავს ფაქტებზე ინფორმაციას გვაწვდიან. ასე მოხდა ლუკა ივანიშვილის შემთხვევაშიც. ჩვენი ინფორმაციით, ის ონლაინ თამაშს შეეწირა. აუცილებლად უნდა დაინტერესდეს საქართველოს მთავრობა, უკვე მერამდენე შემთხვევაა. სასწრაფოდ უნდა დარეგულირდეს აზარტული თამაშები" - ამბობს "პრაიმტაიმთან" თამარ ჯაფარიძე. 


შეგახსენებთ, გარდაცვლილის მამა სასულიერო პირია, თავად მოზარდი კი მრავალი წელი სტიქაროსანი იყო. როგორც ამბობენ, 17 წლის სასულიერო აკადემიის მოსწავლეს კონფლიქტი არავისთან ჰქონია.


მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო: primetime.ge