რა წესები შეიმუშავა საქართველომ კორონავირუსით გარდაცვლილთა დაკრძალვის შესახებ?

  • 26 მარტი 23:23

ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, COVID 19-ის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის რეკომენდაციები შეიმუშავა. 

დოკუმენტი "რადიო თავისუფლებას" ჯანდაცვის სამინისტრომ მიაწოდა.

რეკომენდაციები კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების გვამიდან, ვირუსის გადადების რისკების შესამცირებლად შეიქმნა.

კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანი თავსდება გვამის ჩანთაში და გარედან უკეთდება ინფექციური საფრთხის მიმანიშნებელი საერთაშორისო სიმბოლო;

ხდება გვამის ჩანთის დეზინფიცირება;


სამკურნალო დაწესებულებიდან გვამის გადასვენება ხდება სასახლით, რომელშიც გარდაცვლილი თავსდება გვამის ჩანთით და რომლის გახსნა მიცვალებულის გადასვენებისა და დაკრძალვის ნებისმიერ ეტაპზე აკრძალულია.


საჭიროა მიცვალებულის დროულად (არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში) დამარხვის ორგანიზება და ხალხმრავალი პანაშვიდებისგან თავის შეკავება.


გადადის თუ არა კორონავირუსი გვამთან შეხებით, ამ კითხვაზე დადასტურებული პასუხი, ამ ეტაპზე, არ არსებობს.

ჯანდაცვის სპეციალისტების განმარტებით, ამის რისკი მცირეა, თუმცა, სხვადასხვა ქვეყანა სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს მიმართავს.

წყარო