რუსი ოკუპანტები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასთან, 500 მეტრში ახალ საგუშაგოს ხსნიან

  • 26 მარტი 23:00

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ შამგონას ცენტრის მოპირდაპირედ რუსი სამხედროები ახალ საგუშაგოს ხსნიან - ამის შესახებ ინფორმაციას "პრაიმტაიმი" აქვეყნებს.

რუსი სამხედროების გადაადგილების შესახებ სუსში აცხადებენ რომ, ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.


წყარო