საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

  • 26 მარტი 21:25

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა - ამის შესახებ ინფორმაციას თავად კლინიკა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცენტრში კორონა ვირუსით დაავადებული სამი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.


ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული - 79 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 10 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში - 4346 იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 247 ადამიანია.