ნათია ფანჯიკიძე გურამ დოჩანაშვილზე აქამდე უცნობ ისტორიას აქვეყნებს

  • 26 მარტი 17:40

გურამ დოჩანაშვილი დღეს იუბილარია. მას 81 წელი შეუსრულდა. ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე მის შესახებ, უცნობ ისტორიას აქვეყნებს.

"წლების წინ, ბევრად ღარიბი რომ იყო ჩვენი ქვეყანა, პერიოდულად მირეკავდა და შეთქმულივით ჩუმად მეუბნებოდა, გამომიარე, ფული მაქვსო და ბავშვთა სახლში დროებით დაბინავებული უმშვენიერესი და უჭკვიანესი ბავშვებისთვის მატანდა, რომ რამე საჭირო ნივთი ან რამე გემრიელი მეყიდა მათთვის. ძალიან მიყვარს და მინდა დიდხანს იყოს ჩვენ გვერდით.  გურამ დოჩანაშვილი 81” - წერს ნათია ფანჯიკიძე.


ასევე გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღე მიულოცა თბილისის მერმა კახი კალაძემ.