ნიკოლოზ მეტრეველი: რასაც დღეს ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი აკეთებს ზუგდიდში, ეს არის უკიდურესი მტრობა ჩვენი მოქალაქეების

  • 26 მარტი 16:39

“რასაც დღეს ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი აკეთებს ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ მეთაურობით, ცხადია, არის უკიდურესი მტრობა ჩვენი მოქალაქეების“,- ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტის თქმით, შედეგს ნაციონალური მოძრაობა არჩევნებზე მოიმკის:


„რასაც დღეს ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი აკეთებს ზუგდიდში, ნაციონალური მოძრაობის მეთაურობით ცხადია, არის უკიდურესი მტრობა ჩვენი მოქალაქეების. სულ რამდენიმე თვეში მოიმკის „ნაციონალური მოძრაობა“ შედეგს არჩევნებზე! სადაც მორიგ გაფარჩაკებას მიიღებს”,- წერს ნიკოლოზ მეტრეველი.