რჩევები მათთვის ვინც თვითიზოალციაში მარტოობას განიცდიან

  • 26 მარტი 16:39

კოროანვირუსის ინფექციამ მთელი მსოფლიო იზოლაციაში მოაქცია. პროფესორი სოფი სკოტი ვიდეოზარების ეფექტზე საუბრობს და განმარტავს, რამდენად შეუძლია ზარებს შეცვალოს ადამიანებთან პირდაპირი კომუნიკაცია.

როგორც პროფესორი ამბობს, ვიდეოკამერით ადამიანთან კონტაქტი, ისეთივე კარგია, როგორც ერთ სივრცეში სხვებთან ერთად ყოფნა.


"მთავარია ვინმესთან კონტაქტი, თუნდაც არ იცნობდეთ მას მისი თქმით, ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩატარებულმა გამოკითხვამ დაადგინა, რომ ადამიანები იღებენ ისეთივე ენერგიას, რამდენსაც პირისპირ საუბრის დროს – "ეს რეალურად თქვენს თვალწინ ხდება".


არსებობს საკმაოდ დამაჯერებელი მტკიცებულებებიც, რომლის მიხედვითაც რაც უფრო დიდხანს არის ადამიანი სოციალურად იზოლირებული, მით ნაკლებია თანაგრძნობა.


 ასეთ სიტუაციაში სოციალური მედია შესაძლოა თქვენი მეგობარი გახდეს. გამოიყენეთ ყველანაირი საშუალება, (facebook, Twitter..) სხვებთან საკონტაქტოდ", - აღნიშნავს სოფი სკოტი.
წყარო