მთავრობა პროექტზე "აღდგომა სახლში" მუშაობს

  • 26 მარტი 15:28

უკრაინის პრეზიდენტმა ეკლესიების მეთაურებთან შეხვედრისას განაცხადა რომ უკრაინის მთავრობა პროექტზე "აღდგომა სახლში" მუშაობს.

"აღდგომას ეკლესიებში ბევრი ხალხი იკრიბება. მათ შორის ისინიც, ვინც უცხოეთიდან დაბრუნდნენ. ამიტომ ახლა ვამზადებთ პროექტს "აღდგომა სახლში", რომლის პრეზენტაციაც უახლოეს ხანში გაიმართება. ეს დაგვეხმარება დღესასწაულის სახლში აღნიშვნაში, რათა ეკლესიებში ხალხი არ შეიკრიბოს", - განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.


მისივე თქმით, ეკლესიას ესმის, რომ ღვთისმსახურების ჩატარება ინტერნეტით, ონლაინ რეჟიმში შესაძლებელია.


უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აღდგომის დროს ეკლესიებთან პატრულის თანამშრომლების მობილიზაციის საკითხი განიხილება. ბევრი ადამიანის ერთად შეკრების შემთხვევაში პოლიცია მრევლს საფრთხეების შესახებ გაესაუბრება.


წყარო