#StopCov ფონდში „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ 300 000 ლარი გადარიცხა

  • 26 მარტი 12:04

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ უერთდება ბიზნეს ასოციაციის მიერ წამოწყებულ ბიზნეს სოლიდარობას და „COVID 19"-ის წინააღმდეგ საბრძოლველად წამოწყებულ აქციაში ერთვება.

კომპანიამ  300 000 ლარი გადარიცხა ანგარიშზე, რომელიც მიემართება სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე - დანიშნულებით #Stopcov ფონდი.


„ვიმედოვნებთ, რომ ასეთი სოლიდარობით და თანადგომით, სადაც  თითოეულ ჩვენთაგანს ეცოდინება სად დგას, რას აკეთებს და რისთვის, ჩვენ შევძლებთ პრობლემების გამკლავებას“, - აცხადებენ “საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში“.