როგორ მიმდინარეობს კორონავირუსი ბავშვებში - პედიატრის რჩევები

  • 26 მარტი 11:17

ბავშვებში კორონავირუსის ძირითადი სიმპტომი არის ცხელება, 38/5-ზე უფრო მაღლა, მშრალი შემაწუხებელი ხველა, სუნთქვის გაძნელება, შესაძლებელია იყოს ცხვირის გაჭედვა, თუმცა 94-%-ში მსუბუქი ან ზოგ შემთხვევაში უსიმპტომო მიმდინარეობაც კი დაფიქსირდა, - ამის შესახებ პედიატრმა, ეკა უბერმა "იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში დაინფიცირებული მოზარდების უმეტესობას აქვს მსუბუქი სიმპტომატიკა, გართულებების გარეშე, არცერთს არ აღენიშნა მაღალი ტემპერატურა. ამიტომ ესეც კიდევ ერთხელ დამაიმედებელი და პოზიტიკური სტატისტიკაა


პედიატრმა ასევე ქრონიკული დაავადების მატარებელ ბავშვებში კორონავირუსის გართულებებზე ისაუბრა. „უახლესი ინფრომაციით, ბავშვებში არ აღმოჩნდა ქრონიკურლი დაავადებები რისკფაქტორი. ეს შეეხება დიაბეტს. მართული დიაბეტი აბსოლუტურად არ არის საფუძველი იმისა, რომ ვივარაუდოთ, კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევაში მძიმე მიმდინარეობა ექნება“, - აღნიშნა უბერმა.


მან მშობლებს რეკომენდაციები კიდევ ერთხელ შეახსენა და სთხოვა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ბავშვები გარეთ არ გავიყვანოთ


"მშობლებს ვთხოვ, მოერიდონ ბავშვების გარეთ გაყვანას. განსაკუთრებულია, რომ 3 წლამდე ბავშვებში სომპტომების პირველივე საათებიდანვე ექიმთან იყოს ახლო კონტაქტი, ჰიგიენის ნორმები კიდევ უფრო კარგად დავიცვათ, იმუნიტეტი გავიძლიეროთ ჯანსაღი კვებით და ძილის მოწესრიგებით“, - განაცხადა პედიატრმა.