საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა

  • 26 მარტი 10:39

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

"ჩვენს კლინიკაში დაგვემატა 2 ახალი პაციენტი. მათგან 1 არის მძიმე პაციენტი. მას აქვს მძიმე პნევმონია სუნთქვის უკმარისობითა და მძიმე ანემია",- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.