ვინ არის სასულიერო პირი, რომელიც სამსახურის გარეშე დარჩენილი ოჯახებისთვის პურს აგროვებს

  • 26 მარტი 00:52

ქალაქ კასპში შეჭირვებულები ოჯახებისთვის სასულიერო პირმა ტაძარში პურის შეგროვება დაიწყო. აქციაში, კასპის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღოლის მამა ლევანის თხოვნით, ყველა პურის საცხობის მფლობელი ჩაერთო.

"კორონავირუსის გამო, სანამ უმეტესი ოჯახი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი, კასპში არსებული თითქმის ყველა პურის საცხობის დახმარებით, დღეიდან, წმინდა გიორგის ტაძარში, ყოველდღე 11 საათზე, დავიწყეთ პურის დარიგება, ყველასთვის ვისაც უჭირის პურის ყიდვა. კასპელებო, ვისაც მსგავსი გაჭირვება გაქვთ, გამოგზავნეთ.“ – ამბობს მამა ლევანი.


წყარო