ზოდიაქოს ყოველდღიური კალენდარი - 26 მარტს დაბადებულები

  • 25 მარტი 23:02

გაეცანით და აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.

 

 

26 მარტს დაბადებულები ძლიერი ნებისყოფისა და მტკიცე ხასიათის ადამიანები არიან. ახალგაზრდობის წლები შედარებით მძიმე აქვთ, მაგრამ შემდეგ ცხოვრებისეული გამოცდილება მათ აწრთობს. ადრეული ქორწინება იმედგაცრუებას მოუტანს. იღბალი და წარმატება, კარდინალური ცვლილებები კარიერასა და პირად ცხოვრებაში დაახლოებით 28–30 წლის შემდეგ ელოდებათ. ისინი ფრთხილად უნდა იყვნენ, ერიდონ ინტრიგებსა და პირფერობას, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა ამ მხრივ.

26 მარტს დაბადებულები მთელი ცხოვრება სპონტანური და ბავშვებივით მიამიტი რჩებიან. სასურველს მიაღწევენ, თუ ღია აგრესიას არ გამოამღავნებენ. ისინი, როგორც წესი, ყველაზე რთულ საკითხებზე მარტივ პასუხებს ეძებენ, რაშიც საგნის ძირითად არსში ჩახედვის უნარი ეხმარება. ეს ადამიანები საკმაოდ აქტიური არიან, თუმცა ხანდახან განმარტოების სურვილი უჩნდებათ. ამ დროს სულიერ განწმენდას ცდილობენ.
 
ამგვარი მოდუნება გარედან ხანდახან სისუსტედ აღიქმება, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის. ამ დღეს დაბადებულებმა მშვენივრად უწყიან საკუთარი სუსტი წერტილები და გარშემომყოფებმა უნდა იცოდნენ, რომ გარეგნული მერყეობის უკან ხშირად კარგად, დეტალურად გააზრებული მოქმედება იმალება.

ამ დღეს დაბადებულები ნამდვილი მეგობრები არიან. ისინი თავიანთი მეგობრების ერთგული არიან მთელი ცხოვრება. და თუ რაიმე მიზეზის გამო მათ უარყოფენ, ისინი მთელ ტკივილს მედგრად გადაიტანენ.
  
ჯანმრთელობა


26 მარტს დაბადებულები ფიზიკურად ძალიან ძლიერი არიან, მრავალი გამოცდის გადატანა შეუძლიათ. ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებლად სჭირდებათ სპორტი, ასევე – სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და დასვენება – თანაც ბევრი. კვების მხრივ ბალანსი უნდა დაიცვან, რადგან შეიძლება რომელიმე უკიდურესობაში გადავარდნენ – ან ღორმუცელები გახდნენ, ან იშიმშილონ.
 
რჩევა:


მოერიდეთ ზედმეტად დამრიგებლურ, დიდაქტიკურ დამოძღვრებს. ყველაფერს ძალიან სერიოზულად ნუ შეაფასებთ, ისწავლეთ მოდუნება, ისწავლეთ ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება. სამუშაოს მეტი მონდომებით მოეკიდეთ და ნუ იზარმაცებთ.
 
 წყარო