"დარწმუნებული ვარ, ჩვენ არ გვეყოლება არცერთი Covid-19-ით გარდაცვლილი"

  • 25 მარტი 22:29

"გამარჯვებული საქართველოს" წევრი, მიშა კაჭკაჭიშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლების ფაქტი არ იქნება.

"პანდემიის შემდეგ, როგორც თურქეთი -ონკოლოგიაში გახდა მოწინავე ქვეყანა, ისე გახდება საქართველო მსოფლიოში ყველაზე ძლიერი, ვირუსებთან ბრძოლის სფეროში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ არ გვეყოლება არცერთი Covid19-ით გარდაცვლილი."-წერს კაჭკაჭიშვილი.