რისკ-ჯგუფს ეკლესიების მოძღვრები წარმოადგენენ

  • 25 მარტი 19:55

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი და უმრავლესობის ყოფილი წევრი აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ერთ-ერთი პირველები რისკ-ჯგუფში სასულიერო პირები არიან.

 

„მთავრობას ვურჩევდი, რომ ერთ-ერთ პირველი რისკჯგუფი ეს სასულიერო პირები და ეკლესიების მოძღვრები არიან რომლებსაც დიდი რაოდენობის ხალხთან უხდებათ ურთიერთობა, რომ არ გახდნენ უნებლიეთ ინფექციის გავრცელების წყარო. რაც შეეხება კოვზს, ასევე ბიბლიაში მე არ შემხვედრია, რომ კოვზი იყოს აუცილებელი ატრიბუტი. დაბეჯითებით მოვუწოდებ მრევლს, დაიცავით ის წესები, რომლებსაც ჯანმთელობის სპეციალისტები გირჩევენ, ეს გადაარჩენს თქვენს მოყვასს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.


ასევე დაგაინტერესებთ:


 რომელმა კომპანიებმა გადარიცხეს თანხა კორონავირუსის დასაძლევად?


ქართველ მღვდელს და სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდა


წყარო