ჩინეთი ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება – ტურისტული ობიექტები ნელ-ნელა მუშაობას იწყებს

  • 25 მარტი 13:38

ჩინეთში პანდემიის შემდეგ ვითარების გაუმჯობესების გამო, ტურისტული ობიექტების გახსნა დაიწყო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ტურისტებისათვის ნაწილობრივ გაიხსნა "ჩინეთის დიდი კედელი“ და მუშაობა განაახლა ქალაქის ზოოპარკმა.


24 მარტიდან ტურისტებს "ჩინეთის დიდი კედლის“ მხოლოდ რამდენიმე ნაწილის დათვალიერება შეეძლებათ.


სამშაბათს ნიღბიანმა ტურისტებმა "ჩინეთის დიდი კედლის“ ნაწილი მოინახულეს. ამისთვის საჭიროა, ადამიანებს ჰქონდეთ ბილეთები, პირადობის მოწმობები და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.


წყარო