ბილ გეითსის შთამბეჭდავი წერილი კორონავირუსზე - "რას გვასწავლის კორონავირუსი?"

  • 25 მარტი 12:08

"რას გვასწავლის კორონავირუსი?" - ამ სათაურით Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ვირუსის წინაშე ადამიანების თანასწორობას უსვამს ხაზს.

"ვირუსმა თანასწორობა შეგვახსენა, რომ მიუხედავად კულტურისა, რელიგიისა, პროფესიისა, ფინანსური სიტუაციისა და ცნობადობისა, ჩვენ გავიხსენეთ, რომ ყველა თანაბარი ვართ და თუკი ამის არ გვჯერა, მაშინ ვკითხოთ ტომ ჰენკსს".


მულტიმილიარდერი ამბობს, რომ ეპიდემიამ მიგვახვედრა ერთ მნიშვნელოვან რამეს − ყველა გადაჯაჭვულები ვართ და რაც ერთ ადამიანზე მოქმედებს, ასევე შეიძლება აისახოს სხვაზეც.


მისი თქმით, COVID-19-მა  მიგვახვედრა, რამდენად მოკლეა ჩვენი ცხოვრება და რომ უნდა ვიზრუნოთ მათზე, ვინც ასაკოვანი და ავადმყოფია.


ეპიდემიამ თვალიც აგვიხილა, როცა გავიაზრეთ, რომ ერთადერთი, რაც გვჭირდება, საკვები, წყალი და მედიკამენტებია, და არა ფუფუნების საგნები, რომლებსაც ხშირად უმიზეზოდ ვანიჭებთ ღირებულებას. ვირუსმა გაგვახსენა დავიწყებული ოჯახი და ცხოვრება შინ − ის, რაც გვაკლდა. პანდემია გვაიძულებს დავბრუნდეთ სახლებში, თავიდან ავაშენოთ და გავაძლიეროთ ოჯახური კავშირები.


და რა არის ჩვენი ნამდვილი საქმე? ბილ გეითსის თქმით, COVID-19-მა შეგვახსენა, რომ ჩვენი ნამდვილი სამსახური ერთმანეთზე ზრუნვა და დაცვა, საკუთარი ეგოს გაკონტროლებაა. ვირუსმა მიგვახვედრა თავისუფალი ნების უსასრულო ძალაზე, რომ შეგვიძლია ორი გზა ავირჩიოთ: ერთი, რომელიც გაზიარებასა და დახმარებასთანაა დაკავშირებული, ხოლო მეორე, რომელსაც ეგოიზმამდე მივყავართ. ეპიდემიის დროს გავაანალიზეთ, რომ შეგვიძლია ვიყოთ მომთმენები ან ჩავცვივდეთ პანიკაში − გვაქვს უნარი, ან გავიაზროთ სიტუაცია, რომლის მსგავსი წარსულში მომხდარა და გაიარა, ან ჩავთვალოთ, რომ ეს სამყაროს აღსასრულია და შედეგად, უფრო მეტი ზიანი მივაყენოთ საკუთარ თავს.


Microsoft-ის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ეს მდგომარეობა შეცდომებზე სწავლისკენ გვიბიძგებს.


"მიუხედავად იმისა, რომ ბევრს კორონავირუსი კატასტროფა ჰგონია, მე მირჩევნია ის დავინახო, როგორც *დიდი კორექტორი*. ვირუსი გამოგზავნილია, რათა ის მნიშვნელოვანი გაკვეთილები გაგვახსენოს, რომელიც დავივიწყეთ და ჩვენზეა დამოკიდებული, დავისწავლით თუ არა მათ ისევ".


ახალი კორონავირუსი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა. Covid-19-თან ბრძოლაში მსოფლიოს გავლენიანი ადამიანები ჩაერთნენ. მათ შორის ილონ მასკი და მარკ ცუკერბერგი.


წყარო