პოლიტოლოგი: ოპოზიციას შეეშინდა ეპიდემიასთან ბრძოლაში ხელისუფლების მზარდი პოპულარობის

  • რეზონანსი
  • 24 მარტი 17:12

ოპოზიციის კრიტიკული შენიშვნები, რომელიც კორონოვირუსთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ გადაგმულ ნაბიჯებს ეხება პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ გაზეთ "რეზონანსთან" შეაფასა.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან მიზნის მისაღწევად პოლიტიკური ბრძოლა ყველა მეთოდით გრძელდება.


"მეც იმ ადამიანთა რიგებში ვიყავი, რომლებიც თვლიდენენ, რომ პოლიტიკური სურათი შეიცვალა და დაიწყო ახალი პოლიტიკური წესებით თამაში, რაც პოლიტიკური კლიმატისთვის კარგი იქნებოდა. ეს წვრილმანი კინკლაობის სტილი კი ყველა პოლიტიკური ძალისთვის წამგებიანია. მაგრამ ოპოზიციის მხრიდან ბოლო დღეებში გაკეთებულ ცალკეულ გამონათქვამებსაც არ სჭირდება შეგროვება, ანალიზზე აღარ ვსაუბრობ, ისედაც მიხვდები, რომ პოლიტიკური ბრძოლა გრძელდება და გრძედება ყველა მეთოდით, მიზნის მისაღწევად.


ღმერთმა დაგვიფაროს, რომ კრიტიკა არ იყოს, მაგრამ ისეთი განცხადებები არ უნდა გაკეთდეს, რომელიც საზოგადოების სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი იქნება. ალბათ ოპოზიცია შეშინდა ეპიდემიასთან ბრძოლაში ხელისუფლების მზარდი პოპულარობის როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთ. განსაკუთრებით საქართველოს შედეგები ეპიდემიასთან ბრძოლაში თვალშისაცემია ევროპულ სივრცეში. ამიტომ განჩნდა ალბათ ასეთი შეძახილებიც, რომ "ხელისუფლება სათანადოდ ვერ უმკლავდება კრიზისს" და "ჩვენ გვყავს კრიზისების მართვის ისეთი სპეციალისტი, როგორც სააკშვილია". ანუ ეს მდგომარეობა გამოყენებლი იყოს, რომ დადგეს საკაშვილის ჩამოყვანის საკითხი, თითქოს ერის გულემატკივრობით; მაგრამ ფაქტია, რომ მიზნის მისაღწევად გადაგმული ნაბიჯია", - განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.


 

წყარო: რეზონანსი