ხილი და ბოსტნეული საპნითა და სპეციალური ღრუბლით უნდა გაირეცხოს

  • 23 მარტი 19:50

ხილი და ბოსტნეული საპნითა და სპეციალური ღრუბლით უნდა გაირეცხოს - ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურენობის სამინისტროს სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თენგიზ კალანდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხილი და ბოსტნეული საპნითა და სპეციალური ღრუბლით არამარტო პანდემიისას, არამედ ჩვეულებრივ შემთხვევაშიც უნდა გაირეცხოს.


"ყოველდღიურად ვაკვირდებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ვებ გვერდს და ისეთი ფაქტი, რომ ვირუსის  სურსათით გადადება მომხდარიყო არ ყოფილა. თუმცა, რამდენიმე რეკომენდაციას გავცემ, როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა არამარტო ეპიდემიისას არამედ ნებისმიერ დროს.


ხილი და ბოსტნეული, რომელიც იძლევა საშუალებას, უნდა გაირეცხოს საპნითა და სპეციალური ღრუბლით, სწორედ ამის შემდგე უნდა შევინახიოთ მაცივარში. ანუ თვითონ სურსათი კი არაა საშიში, არამედ ის, რომ დაავადებულ ადამიანს არ ჰქონოდა მასთან კონტაქტი.


ასევე მოვერიდოთ იმ ბოსტნერულს  რომლის მოხმარებაც შეგვიძლია ნედლი სალათების სახით. შევეცადოთ მივიღოთ, თერმულად დამუშავებული სურსათი, სადაც გარკვეული ტემპერატურის გამო ვირუსები იღუპებიან."-განაცხადა თენგიზ კალანდაძემ.