ისრაელის პრეზიდენტი კარანტინში მყოფ ბავშვებს ზღაპრებს უკითხავს

  • 23 მარტი 10:49

ისრაელის პრეზიდენტი  რომელსაც "ეროვნულ ბაბუასაც" უწოდებენ, კარანტინში მყოფ ბავშვებს ზღაპრებს უკითხავს.

როგორც რეუვენ რივლინმა აღნიშნა, თავის საქციელით მან მშობლებს განტვირთვის საშუალება მისცა.


"ვიცი რომ რთული პერიოდია და ბავშვები სახლში არიან, იმ შემთხვევაშიც თუ ჩენ ყველას გვიყვარს ერთად ყოფნა, როგორც ოჯახს, ეს გამოწვევაა. ვკითხულობ შესანიშნავ ზღაპრების წიგნს "ქირავდება ბინა", – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.


კორონავირუსის პანდემიის გამო, ისრაელში შვიდდღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ხელისუფლებამ მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. ასევე აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.