მარტის თვის ფინანსური ჰოროსკოპი

  • 20 მარტი 18:19

გთავაზობთ მიმდინარე თვის ფინანსურ ჰოროსკოპს, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის.

ვერძი (ამ ნიშანს მიეკუთვნებიან 21 მარტიდან 20 აპრილამდე პერიოდში დაბადებული ადამიანები.)


2020 წლის მარტი, ვერძებისთვის ფინანსურ ჭრილში მშვიდი იქნება.


მართალია განსაკუთრებული და თვალშისაცემი შემოსავალი არ გელით, მაგრამ სტაბილურობაც არ არის ცუდი.


აღსანიშნავია ისიც, რომ თვის მეორე ნახევარში შესაძლოა დამატებითი შემოსავლის შოვნის საშუალებაც გაგიჩნდეთ.


კურო (ამ ნიშანს მიეკუთვნებიან 21 აპრილიდან 21 მაისამდე პერიოდში დაბადებული ადამიანები.)


ეს თვე ფანტასტიური შესაძლებლობების პერიოდი იქნება თქვენთვის.


წარმატება გელით ფინანსურ სფეროში, რაც გამოწვეული იქნება სამსახურეობრივ საქმეებში თქვენი ენთუზიაზმითა და ყველა დავალების წარმატებით შესრულებით.


ყურადღება მიაქციეთ ყველა გეგმას, რომელიც დასახული გაქვთ, რადგან მათი შესრულება ფინანსურ სარგებელს მოგიტანთ.


ტყუპი  (ამ ნიშანს მიეკუთვნებიან 22 მაისიდან 21 ივნისამდე პერიოდში დაბადებული ადამიანები.)


იყავით აქტიური, თვის დასაწყისშივე დაისახეთ რეალური ფინანსური მიზნები და ყველა ღონე იხმარეთ მათ მისაღწევად.


მარტის თვისთვის, ასტროლოგების კიდევ ერთი რჩევა იქნება ძველი საქმეების დასრულება, რადგან ამის გარეშე ახალი მიზნების მიღწევა გაგიჭირდებათ. 


კირჩხიბი (ამ ნიშანს მიეკუთვნებიან 22 ივნისიდან 22 ივლისამდე პერიოდში დაბადებული ადამიანები.)


ნუ იქნებით შურიანი, რადგან ეს ცუდ გავლენას იქონიებს თქვენს აურაზე.


თუ ფული გინდათ, სჯობს მეტი იშრომოთ და თანაც იშრომოთ გონივრულად.


ამ რჩევების გათვალისწინების შემთხვევაში, თქვენი ფინანსური პრობლემები მოგვარდება და შესაძლოა იმაზე მეტიც კი მიიღოთ ვიდრე გიოცნებიათ.


ლომი  (ამ ნიშანს მიეკუთვნებიან 23 ივლისიდან 23 აგვისტომდე პერიოდში დაბადებული ადამიანები.)


იმისათვის, რომ ფინანსური პრობლემების მოგვარება და თქვენი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება შეძლოთ, მარტის თვეში, ასტროლოგები გირჩევენ მეტ სითამამეს და უხეშობასაც კი.


იბრძოლეთ თქვენი პოზიციების დასაცავად და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ეს თქვენ თავად გსურთ.


ქალწული  (ამ ნიშანს მიეკუთვნებიან 24 აგვისტოდან 23 სექტემბრამდე პერიოდში დაბადებული ადამიანები.)


ამ თვეში გელით სადაო საკითხების მოგვარება და პარტნიორებთან ურთიერთობების გაუმჯობესება.


ეს ყველაფერი დადებითად აისახება თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე, არამხოლოდ ამ თვეში, არამედ მომავალშიც.


ერთადერთი საფრთხე, რომელიც 2020 წლის მარტში გახლავთ მოსალოდნელი, ეს არის თქვენი კოლეგების მიერ ნათქვამი ტყუილი. თუ სიტუაციის რეალურად დანახვას დროულად ვერ მოახერხებთ, შესაძლოა ამ ტყუილმა მატერიალური ზარალი მოგაყენოთ.


სასწორი (ამ ნიშანს მიეკუთვნებიან 24 სექტემბრიდან 23 ოქტომბრამდე პერიოდში დაბადებული ადამიანები.) ამ თვეში დაკავებული იქნებით საკუთარი ფინანსური და სამსახურებრივი საქმეების მოგვარებით.


იქნებით ძალზედ შრომისმოყვარე და შედეგად მიიღებთ ისეთ ჯილდოს, რომელიც დაგეხმარებათ ფინანსური პრობლემების მოგვარებაში.


მორიელი


(ამ ნიშანს მიეკუთვნებიან 24 ოქტომბრიდან 22 ნოემბრამდე პერიოდში დაბადებული ადამიანები.)


ასტროლოგები გირჩევენ, რომ მარტის თვეში თავი შეიკავოთ ზედმეტი აქტიურობისგან, რადგან ამან შესაძლოა საქმე პირიქით გაგიფუჭოთ.


იღბალი თქვენს მხარეზე იქნება და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიიღებთ იმ ყველაფერს რაც გეკუთვნით. 


მშვილდოსანი (ამ ნიშანს მიეკუთვნებიან 23 ნოემბრიდან 21 დეკემბრამდე პერიოდში დაბადებული ადამიანები.)


მარტის თვე ცოტა რთული პერიოდი იქნება თქვენთვის, რადგან მიუხედავად უამრავი საქმისა, ფინანსური მდგომარეობა თქვენი სურვილის შესაბამისი არ იქნება.


სიტუაცია შესაძლოა გამოსწორდეს თვის მეორე ნახევარში, თუმცა გარანტირებული ვერაფერი გექნებათ, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია, თქვენს მიერ თვის პირველ ნახევარში მიღებულ გადაწყვეტილებებზე.


თხის რქა (ამ ნიშანს მიეკუთვნებიან 22 დეკემბრიდან 20 იანვრამდე პერიოდში დაბადებული ადამიანები.)


ამ თვეში, თქვენს ფინანსურ მდგომარეობას და ამავდროულად კარიერასაც, საფრთხეს შეუქმნის თქვენი გაუაზრებელი გადაწყვეტილებები.


თუ გსურთ, რომ პრობლემების წინაშე არ აღმოჩნდეთ, მაშინ კარგად დაფიქრდით თითოეული ნაბიჯის გადადგმამდე და მხოლოდ ის ქმედებები განახორციელეთ, რომლებიც ბოლომდე გექნებათ გააზრებული. 


მერწყული


(ამ ნიშანს მიეკუთვნებიან 21 იანვრიდან 18 თებერვლამდე პერიოდში  დაბადებული ადამიანები.)


მარტის თვე საოცრად წარმატებული პერიოდი იქნება თქვენს კარიერაში.


ყველა დაკისრებულ მოვალეობას არაჩვეულებრივად გაართმევთ თავს და შედეგად გელით ფინანსური კეთილდღეობაც.


შემოსავალი მთელი თვის განმავლობაში გექნებათ, მარტის შუა რიცხვებში კი მსხვილ თანხას მიიღებთ. 


თევზები (ამ ნიშანს მიეკუთვნებიან 19 თებერვლიდან 20 მარტამდე პერიოდში დაბადებული ადამიანები.)


მარტის თვეში მოახერხებთ თქვენი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას.


გექნებათ სტაბილური შემოსავალი, თუმცა არ ღირს ყურადღების მოდუნება, რადგან არაგონივრული ფინანსური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა დიდი ხნით გაებათ ვალებში.