მონაკოს პრინცს COVID-19 დაუდგინდა

  • pia.ge
  • 19 მარტი 20:36

მონაკოს პრინც ალბერტს COVID-19 დაუდასტურდა.

ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, პრინცი თავს კარგად გრძნობს.


ცნობისთვის, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 200 ათასზე მეტია. საქართველოში, 19 მარტის მონაცემებით ლაბორატორიულად დადასტურებული 40 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის ერთი გამოჯანმრთელდა.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეიესუსმა მსოფლიოს ქვეყნებს მიმართა და მოუწოდა, რომ ვირუსზე რაც შეიძლება მეტი ადამიანის ტესტირება მოახდინონ.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge