რა რისკებს უქმნის ურთიერთობას წყვილის ერთმანეთთან შეჩვევა?

  • თბილისელები
  • 18 მარტი 16:18

ურთიერთობაში შეჩვევა, ერთი მხრივ, კარგია, მეორე მხრივ – სარისკოცაა და ზოგჯერ უამრავ პრობლემას ქმნის.

ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ როცა ერთმანეთს ვეჩვევით, ერთად ყოფნის სურვილი თავისუფალი არჩევნის ჯანსაღ განცდას კარგავს და ავადმყოფურ მიჯაჭულობაში გადადის. ავადმყოფური აკვიატება კი არასოდეს მთავრდება "ჰეფი ენდით".


არ შეეჩვიოთ ერთმანეთს, რადგან:


* როცა ეჩვევით, იმ თვალით ვეღარ უყურებთ, როგორც ადრე. ანუ ვეღარ ხედავთ რეალობას – ეს ერთი. მეორე – იკარგება მიზიდულობის მომნუსხავი განცდა. თითქოს ადამიანი იგივეა, თვალებიც, ხმაც, ქცევაც, მაგრამ მისი დანახვა, მისი შეხება ადრენალინს აღარ გამოყოფს და არც ჟრუანტელს გგვრის.


* არ შეეჩვიოთ ერთმანეთს, რადგან შეჩვევისას კარგავთ ერთმანეთით აღფრთოვანების უნარს. ყველაზე საოცარი რამ შეიძლება, ჩეულებრივი გახდეს, თუკი მას გააჩვეულებრივებთ. "ჩვეულებრივობა" კი არავის მოსწონს.


* არ შეეჩვიოთ, რადგან მონატრება ამოვარდება თქვენი დღის წესრიგიდან და ის, რაც არასოდეს გენატრებათ ყოველდღიურობაში გადავა. სამაგიეროდ, მონატრების სურვილი მაინც დარჩება და ის სხვაგან (სხვასთან) იჩენს თავს.


როგორ არ უნდა შეეჩვიო. ამისთვის, თქვენ სერიოზულად მოგიწევთ საკუთარი თავით და თქვენი ურთიერთობით დაკავდეთ


ხშირად შეიცვალეთ ყოველდღიური "იმიჯი", რადგან გაბრაზებულიც, პოეტურიც, ქარიზმატულიც, დაბნეულიც, შეყვარებულიც, ჭირვეულიც და სევდიანიც – ეს ხომ ყველა თქვენ ხართ – უბრალოდ, ხშირად მიეცით საკუთარ თავს თავისუფლება და შესაძლებლობა, იყოთ ის, ვინც ხართ.


ხშირად დაკავდით იმ საქმიანობით, რაც სიამოვნებას განიჭებთ. სულ ერთია, რას გააკეთებთ, მთავარია, აკეთოთ ის, რაც მართლა მოგწონთ და გინდათ.


გაუზიარეთ ერთმანეთს გრძნობები და აღარასოდეს მოუბრუნდეთ მათ – ეს მოგცემთ საშუალებას, სიტუაციებში არ ჩარჩეთ.


შემოიღეთ წესად, საღამოობით ერთმანეთს გაუზიაროთ პოზიტიური ემოციები. ის, რაც იმ დღეს კარგი იყო. შეეცადეთ, არ დატვირთოთ უსიამოვნო ნიუსებით.


გამოუშვით გარეთ წყენა. უთხარით, რით გატკინათ გული, რა არ მოგეწონათ. ეს აუცილებელია და მნიშვნელოვანი, რათა გული იყოს სუფთა და მზად, რომ უყვარდეს.

წყარო: თბილისელები