არსებობს თუ არა ქალისა და მამაკაცის ნამდვილი მეგობრობა?

  • თბილისელები
  • 17 მარტი 17:11

ბევრის მოსაზრებით, ქალისა და მამაკაცის მეგობრობა შეუძლებელია, რადგან არის რაღაც, რაც ერთი წამით მაინც აიძულებს თითოეულ მათთაგანს ერთმანეთს სხვა თვალით შეხედონ, ისე, როგორც მეტოქეს უყურებენ ხოლმე.

ალბათ, ხშირად გსმენიათ მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მამაკაცებს ბევრად უკეთ გამოსდით მეგობრობა, ვიდრე ქალებს.


ფსიქოლოგები გამოყოფენ იმ რამდენიმე ძირითად მახასიათებელს, რომლითაც ცდილობენ, ახსნან, თუ რატომ უჭირთ ქალებს, მამაკაცებისგან განსხვავებით, იყვნენ ერთმანეთის მიმართ ბოლომდე გულწრფელნი და ჭეშმარიტი მეგობრები.


დავიწყოთ იმით, რაც ქალისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:


სილამაზე – ზოგ შემთხვევაში, ის არის კონკურენციის წარმოშობის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი. ყველა ქალს უნდა, იყოს ლამაზი და მაქსიმალურად სასურველი. არცთუ იშვიათად, წარმოიშობა ის გარდამავალი მომენტი, როდესაც თითოეული მათგანი ცდილობს, კონკურენცია გაუწიოს სხვებს. ამისთვის მზადება კი ერთგვარ საბრძოლო ველსაც კი ემსგავსება. მამაკაცებს ეს არ ადარდებთ. ისინი სულაც არ ცდილობენ, ჩაიცვან მხოლოდ იმიტომ, რომ ყურადღება მიიქციონ, მით უმეტეს, გამოირჩეოდნენ ნამდვილი მეგობრებისგან, ქალებს – პირიქით.


მამაკაცებისაგან განსხვავებით, ქალები ბევრად უფრო ემოციურები არიან ამ საკითხში. როდესაც ერთი ძალიან ლამაზია და წარმატებული, ხოლო მეორე მეტ-ნაკლებად, ამ ორს შორის ერთგვარი კონკურენციაც კი წარმოიშობა. ერთს მეორის წარმატება კი არ უხარია, პირიქით, ის თავს ცხოვრებისგან დაჩაგრულად გრძნობს და კითხვას უსვამს საკუთარ თავს: მე რატომ არ ვარ ასეთი?!


მამაკაცების შემთხვევაში, ესეც სხვაგვარადაა. ისინი უფრო მეტად ჰუმანურები და პოზიტიურები არიან, მაქსიმალურად იზიარებენ ერთმანეთის წარმატებას და ხელს უწყობენ მათი მეგობრების სიხარულის მაქსიმალურ შედეგს.


ნამდვილი ქალისთვის პირადი ცხოვრება ყველაზე მნიშვნელოვანია.


არის შემთხვევბი, როცა მეგობრებიდან ერთს, მეორის ბედნიერება შურს ან ძალიან მოსწონს მისი პარტნიორი. თუმცა, ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ადამიანი, რომელიც თავისი ცხოვრებით ბედნიერია, აუცილებლად გაიხარებს სხვისი ცხოვრებითაც – მით უმეტეს, იმ ადამიანის ბედნიერებით, ვისაც ნამდვილ მეგობრად მიიჩნევს. სწორედ ამიტომ, ვისაც სხვისი გშურთ, ეცადეთ, იყოთ ბედნიერი პირად ცხოვრებაში და ნუ დაკარგავთ დროს სხვების თვალყურის დევნაში. დაიმახსოვრეთ, ყველა ადამიანი ინდივიდუალური და თავისებურად უნიკალურია. მთავარია, შეძლოს ამის წარმოჩენა.

წყარო: თბილისელები