იტალიაში მიწისძვრა მოხდა

  • 17 მარტი 14:21

ადგილობრივი მედია იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქვეყანაში 3.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

როგორც ცნობილი გახდა, მიწისძვეშა ბიძგების ეპიცენტრი კალაბრიის რეგიონში, 33 კილომეტრის სიღრმეში ღამის საათებში დაფიქსირდა. სეისმოლოგებმა საერთო ჯამში ათობით ბიძგი დააფიქსირეს.


როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მიწისძვრა დასახლებულ პუნქტებშიც იგრძნეს, თუმცა ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.


 


წყარო