გორში სტალინის ძეგლის დაბრუნებას ითხოვენ

  • imedinews.ge
  • 30 სექტემბერი 17:28

ორგანიზაცია "მეგობრობა და სამართლიანობა" გორში იოსებ სტალინის ძეგლის დაბრუნებას ითხოვს. ორგანიცაზიის წევრები აცხადებენ, რომ ძეგლი უკანონოდ აიღეს და მოსახლეობის უმეტესობის აზრი არ გაითვალისწინეს.

ისინი უახლოეს დღეებში ძეგლის ცენტრალურ მოედანზე დაბრუნების მოთხოვნით გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საქართველოს მთავრობის სახელზე წერილობით მოთხოვნას შეიტანენ, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.


გამაფრთხილებელი აქცია 10 ოქტომბერს გორის ცენტრალურ მოედანზე ჩატარდება. გარდა ამისა, ორგანიზაცია საქართველოს საგარეო კურსზე ჩატარებული გამოკითხვების შედეგებით უკმაყოფილოა, მათ უნდობლობას უცხადებს და საკუთარი გამოკითხვის "ნატო თუ რუსეთი" ჩატარებას გეგმავს.


 

წყარო: imedinews.ge