იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 348-ით გაიზარდა

  • pia.ge
  • 17 მარტი 09:31

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 348-ით გაიზარდა.


ინფექციის შედეგად გარდაცვლილების საერთო რაოდენობამ 2100-ს გადააჭარბა.


ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ქვეყნებში ვირუსის გავრცელების სწრაფ დინამიკას საგანგაშო და შემაშფოთებელი უწოდა. ახალი კორონავირუსი ჩინეთში გასული წლის დეკემებერში უხანის პროვინციაში დაფიქსირდა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge