თბილისის ქუჩებში საყოველთაო კურთხევის ცერემონია გაიმართება

  • pia.ge
  • 17 მარტი 09:26

სასულიერო პირები კორონავირუსის გამო, დღეს თბილისის ქუჩებს აკურთხებენ.

კურთხევის ცერემონია სამების ყოვლადწმინდა საკათედრო ტაძრიდან დღეს 13:00 საათზე დაიწყება.


"12:00 საათზე სამებაში შესრულდება წყლის კურთხევა, მოსახლეობას დალოცავენ, გამოყენებული იქნება სპეციალური ავტოკოლონები, რომლის საშუალებითაც მოძღვრები გადაადგილდებიან სხვადასხვა უბნებში და მოახდენენ როგორც წყლის სხურებას, ასევე დალოცავენ მოსახლეობას", - განაცხადა "რუსთავი 2"-ის ეთერში ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანის პრეზიდენტმა კოტე სვანაძემ.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge